კახეთი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, 9 ივნისს, გურჯაანში (ტექნოპარკში) ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის კონკურსის - „ეს ქვეყანა შენიას“ პრეზენტაცია გამართა.
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების პოპულარიზაცია და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.
2023 წელს კონკურსის თემაა: საქართველო ევროპაა!
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუმრები, რომლებიც ახალგაზრდებს ესაუბრნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობასა და იმ სარგებელზე, რასაც ქვეყანა მიიღებს. ასევე ევროპულ იდენტობასა და ღირებულებების სიახლოვეზე და იმაზე, რომ საქართველო ევროპაა.
რეგიონული შეხვედრები იმართება საქართველოს ყველა რეგიონში.
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარეობს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)