en
ge

სოფელ ტურცხის მოსახლეობის პრობლემები - უმუშევრობა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

სოფელ ტურცხის მოსახლეობის პრობლემები - უმუშევრობა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

სამცხე-ჯავახეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოფელ ტურცხის მაცხოვრებლების პრობლემების შესახებ წერს. ტურცხი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელია, რომელიც ეთნიკური სომხებით არის დასახლებული. ორგანიზაციის ცნობით, ამ სოფელში ჯავახეთის სხვა სოფლების მსგავსად მწვავედ დგას საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხი.

„სიღარიბის და უმუშევრობის გამო ქვეყნიდან შრომით მიგრაციაში წასულ ტურცხელებს, რომლებმაც სომხეთის ან რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო, საქართველოს მოქალაქეობა რამდენიმე წლის წინ დაკარგეს, დღეს სახელმწიფო მოქალაქეობის აღდგენაზე/მიცემაზე უარს ეუბნება. უარის ძირითადი მიზეზი სახელმწიფო ენის არცოდნაა. ეს მაშინ, როდესაც ამ ადამიანების დიდ ნაწილს განათლება საბჭოთა პერიოდში აქვს მიღებული და ცხადია, რომ მათთვის ქართული ენის ცოდნა რთულია.

მოქალაქეობის არარსებობა ამ ადამიანებს საბაზისო სამოქალაქო, პოლიტიკურ და სოციალურ უფლებებს ართმევს...“

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ითხოვს ამ დამიანებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ პროცედურას და მათ უფლებებზე და სპეციალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომების გატარებას.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)