მცხეთა-მთიანეთი. მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის მიერ ორგანიზებულ მოხალისეობის კვირეულში ახალგორის მუნიციპალიტეტიდან წეროვანის დევნილთა დასახლება ჩაერთო.
მოხალისეები საბავშვო ბაღში ბუნების დაცვის თემატიკით გაერთიანდნენ. ბავშვებისათვის მოეწყო შემეცნებითი შეხვედრა გარემოს დაცვის თემატიკაზე.
ანიმაციური გმირების ფორმებში გამოწყობილმა მოხალისეებმა ბაგა-ბაღის მოსწავლეებს სახე მოუხატეს, პატარებთან ერთად ქოთნის მცენარეები დარგეს და ეზო ნაძვებით გაამწვანეს.
მოხალისეობის კვირეული ტარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)