en
ge

„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“

იმერეთი. 31 მაისს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი თელავის, დმანისის და მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრებთან ერთად შეუერთდა საინფორმაციო კამპანიას მსოფლიო თამბაქოს გარეშე. სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა პოსტერები და ბროშურები თამბაქოსგან გამოწვეული რისკების შესახებ. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ქალაქის მასშტაბით მსვლელობა მოაწყვეს, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის ინფორმირება თამბაქოს მავნებლობის შესახებ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა. ახალგაზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საჯარო დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები გამოაკრეს.
გაიმართა Skype კონფერენცია, რომელშიდაც ქუთაისელ ახალგაზრდებთან ერთად დმანისის, მარნეულის და თელავის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ღებულობდნენ მონაწილეობას. ღონისძიებები ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. 
 წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)