en
ge

სათემო იდეების კონკურსის გამარჯვებული პროექტი - „მიუსაფარი ძაღლების მართვის სტრატეგია უსაფრთხო გარემოსათვის“

სათემო იდეების კონკურსის გამარჯვებული პროექტი - „მიუსაფარი ძაღლების მართვის სტრატეგია უსაფრთხო გარემოსათვის“

იმერეთი. ორგანიზაცია „როდემდეს?!“ პროექტმა „მიუსაფარი ძაღლების მართვის სტრატეგია უსაფრთხო გარემოსათვის“ სათემო იდეების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

პროექტის ფარგლებში, „როდემდეს?!“ მიზანია შეიმუშაოს მიუსაფარი ცხოველების მართვის ჰუმანური პოლიტიკა და ამგვარად, უზრუნველყოს საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის. 

რა იგეგმება?

  • მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ძაღლების მოვლა-პატრონობის რეგულაციებისა და სერვისების შესახებ;
  • შემუშავდეს და ხელი შეეწყოს მიუსაფარი ძაღლების ჰუმანური მართვის სტრატეგიის დანერგვასა და განხორციელებას.

პროექტის განხორციელების 10 თვის მანძილზე გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ მონაწილეობა:

  • საჯარო ღონისძიებებში;
  • საზოგადოებრივ დისკუსიებში;
  • მოქალაქეთა გამოკითხვაში;
  • პეტიციის შემუშავებაში;
  • და სხვა.

პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)