en
ge

მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანიის საეჭვო კორუფციული გარიგებები აჭარაში

მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანიის საეჭვო კორუფციული გარიგებები აჭარაში

აჭარა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი” 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 1,869,747 ლარი მიიღო.

„ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა. „ესია ჯგუფი” ქედის მერიისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორია და მნიშვნელოვან შემოსავალს აქედან იღებს. ქედის მერი, როლანდ ბერიძე და გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, რაულ ბერიძე აკაკი ბერიძის ძმები არიან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, „ესია ჯგუფი” ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებებს თითქმის იმავე მოცულობის სამუშაოების შესრულებაზე აფორმებს, რაზეც ქედის მუნიციპალიტეტმა ტენდერები გამოაცხადა. შესაბამისად, ქვეკონტრაქტორი კომპანია ტენდერებით გათვალისწინებული თანხის თითქმის 100% იღებს, რაც კორუფციულ გარიგებებზე მიანიშნებს“.

სრულად...

წყარო: transparency.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)