თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გიზიარებთ გვანცა კილასონიას ბლოგპოსტს: „როგორ განმარტავს შრომის ინსპექციის სამსახური სამსახურებრივ შევიწროებას საჯარო სამსახურში?“
„მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ საჯარო მოხელის პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირება ისეთ რისკებს აჩენს, რომელთა შორისაა: საჯარო მოხელეთა შევიწროება პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკურ ძალთა ცვლილებისას მათი სამართლებრივი გარანტიების გაუქმება/შესუსტება და საჯარო მოხელის დასაქმების სტაბილურობის არარსებობა და სხვა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ჩაახშოს, აღმოფხვრას ან დათრგუნოს განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამოხატვა ან დასაჯოს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე პირები, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საზოგადოების იდეალებსა და ღირებულებებს“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)