იმერეთი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ორგანიზებით, ქუთაისში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდებთან.
ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია სამოქალაქო კამპანიის “ეს ქვეყანა შენიას” ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის პირობების შესახებ.
წლევანდელი კონკურსის თემაა: „საქართველო ევროპაა“.
შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე.
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)