თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება „დე-ოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას.
კომისია საქართველოს ხელისუფლებას ოლიგარქიასთან ბრძოლის „სისტემური“ მიდგომების დანერგვისკენ მოუწოდებს და კანონპროექტის არსებული სახით მიღებას არარეკომენდებულად თვლის.
„მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია კომისიის შუალედური რეკომენდაციების შესაბამისად შეიცვალა და „სადამსჯელო“ მექანიზმების უმრავლესობა ამოღებულ იქნა, ასეთი „პერსონალური“ მიდგომა, კომისიის შეფასებით, ოლიგარქიის პრობლემის არც დემოკრატიული და არც ეფექტური გადაწყვეტაა. მეტიც, ის შესაძლოა სახიფათო იარაღად იქცეს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების შევიწროვებისათვის“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)