en
ge

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2022-2023 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2022-2023 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება

შიდა ქართლი. 13 ივნისს, გორში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2022-2023 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე „საზოგადოება ბილიკის“  წარმომადგენელმა ლია გორელიშვილმა პროგრამის ერთი წლის შედეგები მიმოიხილა.

შიდა ქართლის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა კი წარმატებული სამოქალაქო კლუბის,   მოსწავლეთა თვითმმართველობის, მცირე საგრანტო პროექტების და კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ გააკეთეს პრეზენტაციები.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული ფორუმის რეგიონალურმა კოორდინატორმა ისაუბრა პედაგოგებისთვის შეთავაზებული რესურსისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს ეკო თოჯინების თეატრი თემაზე „უფლებები“.

შეხვედრის ბოლოს დაჯილდოვდა მხარდამჭერები და აქტიური მოსწავლეები.

ღონისძიებას დაესწრებიან  USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის შიდა ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება  PH International -  საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „საზოგადოება ბილიკი“.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)