გურია. წყალწმინდის საჯარო სკოლის ეზოში, გურიის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ორგანიზაციებმა „ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი“, „გურიის სამოქალაქო ცენტრი“, „პროგრესის ვექტორი“ და „ლანჩხუთის ახალგაზრდული საბჭო“ ადგილობრივ მოსახლეობას თავიანთი საქმიანობა წარუდგინეს.
„გამოფენის მიზანი იყო მოქალაქეთა ინფორმირება იმ საზოგადოებრივი სიკეთის შესახებ, რომელსაც რეგიონში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ქმნიან“.
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)