სამეგრელო. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) ზუგდიდში ახალგაზრდული კონკურსის „ეს ქვეყანა შენიას“ პრეზენტაცია გაიმართა.
წლევანდელი კონკურსის თემაა – საქართველო ევროპაა!
მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობასა და სარგებელზე, ასევე ევროპულ იდენტობასა და ღირებულებების სიახლოვეზე.
იხ. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია...
კონკურსი ტარდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ადმინისტირებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)