en
ge

ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დღე ქუთაისში

იმერეთი.1 ივნისს ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოაწყო საინფორმაციო კამპანია. მიზანს წარმოადგენდა ბავშვის უფლებების დაცვა, პროპაგანდა, საზოგადოებრივი აზრის მობილიზება კონფლიქტების საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათ ჯანმრთელობასა და დემოკრატიულ აღზრდა-განვითარებაზე. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის 17 წევრმა მოამზადა ბროშურები და პოსტერები ბავშვთა უფლებების განვითარების, მონაწილეობის, კეთილდღეობის და დაცვის საკითხებზე და მოაწყო ქუჩაში მსვლელობა. ღონისძიება ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)