თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), 14 ივნისს, რეგიონული საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის გამართა ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა.
საკონსულტაციო შეხვედრა ეხებოდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებს.
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
წყარო: jobs.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)