კახეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეს გურჯაანის რაიონული სასამართლო განიხილავს 2023 წლის 20 მაისს, ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ მშვიდობიან აქციაზე დაკავებული პირების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს.
სასამართლოში რამდენიმე დაკავებული პირის ინტერესებს საიას ადვოკატი დაიცავს.
ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)