იმერეთი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia), პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, გამართა საკონსულტაციო შეხვედრა ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებთან და აქტიურ მოქალაქეებთან.
შეხვედრის მიზანი იყო იმერეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საჭიროებების კვლევის საფუძველზე მომზადებული დოკუმენტის გაცნობა, ინფორმაციის მიწოდება იმერეთის რეგიონში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)