სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) იწყებს ახალ პროექტს - „ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის გაძლიერება“.
პროექტი USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ნაწილია, რომლის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID/Georgia).
პროექტის მიზანია სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში და მონაწილეობითი მმართველობის გაძლიერება შემდეგ სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ბათუმში, ჩოხატაურში, დმანისსა და მარნეულში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს:
- სამიზნე მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობას;
- მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვას;
- თვითმმართველობის წარმომადგენლების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობას;
- სამოქალაქო საზოგადოების აქტორების გაძლიერებას და მყარი კავშირების შექმნას.
პროექტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა გაიმართება 21-23 ივნისს, ბათუმში, რომელსაც პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების საკრებულოსა და მერიის წარმომადგნელები დაესწრებიან.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)