თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 19 ივნისს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სრულად დააკმაყოფილა ორგანიზაციის განცხადება.
დადასტურდა შალვა რამიშვილის, ასევე, „POSTV“-ის სხვა ჟურნალისტების, ნინო სალუქვაძის, ნათია ბერიძის, ნუგზარ ხავთასის, ანა შანიძის, დათა გვასალიასა და ნუცა კოროშინაძის მხრიდან არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების, ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევის, დისკრიმინაციის წახალისების საფრთხის შექმნის და ფაქტების დამახინჯების აკრძალვის პროფესიული და ეთიკური ვალდებულებების დარღვევა.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)