აჭარა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), ხელვაჩაურში გამართა კონკურსის „ეს ქვეყანა შენიას“ პრეზენტაცია.
წლევანდელი კონკურსის თემაა – საქართველო ევროპაა!
ქემალ თურმანიძის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შეკრებილი ახალგაზრდებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მოწვეულმა სტუმრებმა გამართეს ლექცია – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობასა და სარგებელზე. ასევე ევროპულ იდენტობასა და ღირებულებებთან სიახლოვეზე და იმაზე, რომ საქართველო ევროპაა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)