თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „ცინცაბაძის ჯგუფის” საქმეების აღსრულების საკითხი შეაფასა და საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების ფარგლებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
„„ცინცაბაძის ჯგუფის” საქმეები, რომელსაც მინისტრთა კომიტეტი გაძლიერებული პროცედურის ფარგლებში ზედამხედველობს, სიცოცხლის უფლების ხელყოფის, არასათანადო მოპყრობის აკრძალვას და ამ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობას შეეხება.
ამ საქმეების აღსრულების მონიტორინგს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)