გურია. 23 ივნისს, ოზურგეთში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ინიციატივით, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის გაიმართა ლექცია.
მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობასა და სარგებელზე, ასევე ევროპულ იდენტობასა და ღირებულებების სიახლოვეზე და იმაზე, რომ საქართველო ევროპაა.
შეხვედრაზე გაიმართა ახალგაზრდული კონკურსის „ეს ქვეყანა შენიას“ პრეზენტაცია.
კონკურსის თემაა – საქართველო ევროპაა!
კონკურსი ტარდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)