თბილისი. 24 და 25 ივნისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ორგანიზებული ტრენერების ტრენინგი გაიმართა თემაზე „როგორ ვიპოვოთ ინფორმაციის დიდ ზღვაში კორუფციის კენჭები?“.
მონაწილეები გაეცნენ ღია მონაცემების დამუშავების სპეციფიკას, შესაძლო კორუფციული გარიგებების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ბიუჯეტის დაუსაბუთებლად ხარჯვის ფაქტების გამოვლენის ხერხებს.
ორგანიზაციის ცნობით, ტრენერების ტრენინგი ქვემო ქართლის ჟურნალისტებისგან დაიწყო და სხვა რეგიონებში გაგრძელდება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)