შიდა ქართლი. ასოციაცია „გორის ინვალიდთა კლუბთან" არსებულმა გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა 1 ივნისი- ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. აქტივობაში ჩართულები იყვნენ ბავშვები ეთნიკური უმცირესობებით ჩასახლებული სოფელ თედოწმინდიდან, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და გორის საბავშო ბაღის აღსაზრდელები. ბავშვებმა მოირგეს ქართული ნაციონალური ფორმები, ხატეს ასფალტზე. დღე ძალიან ლამაზი, საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვიდა. აქტივობა დაიგეგმა „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქრთველოში" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. გორში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „გორის ინვალიდთა კლუბი"
წყარო: ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება-გორის ახალგაზრდული ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში