en
ge

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის გაფორმებულ შეთანხმებას აფასებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის გაფორმებულ შეთანხმებას აფასებს

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის გაფორმებულ შეთანხმებას აფასებს.

ორგანიზაციის ცნობით, სამედიაციო შეთანხმების მიხედვით, დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაკმაყოფილებას ექვემდებარება მაღაროელთა მოთხოვნების მხოლოდ მცირე ნაწილი, ხოლო მოთხოვნების უმრავლესობა უნდა გადაწყდეს კომისიური წესით მუშაობის საფუძველზე.

„სამწუხაროდ, ისეთი საბაზისო საკითხებიც, როგორიცაა მაღაროელების ულუფის გაუმჯობესება, სანატორიუმის ფუნქციონირების აღდგენა, ბანკში დამატებით დარიცხული პროცენტების გასტუმრება და შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტექნიკის განახლება კომისიური წესით მუშაობას დაექვემდებარა. ეს მაშინ, როდესაც ეს საკითხები შრომითი უფლებების საბაზისო დონეზე დაცვას შეეხება და მათ სწორედ უფლებრივ ჭრილში დანახვა და დაუყოვნებელი აღსრულება და უზრუნველყოფა სჭირდებოდა.

ამასთან, კომისიური წესით მუშაობას დაექვემდებარა გარემოს დაცვის მიმართულებით მაღაროელების მოთხოვნებიც - ღია კაერიერული წესით მოპოვებისას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების და გარემოსდაცვითი ნორმების დაცვის შესახებ. როგორც ცნობილია, მადნის ღია კარიერული წესით მოპოვება, რომელიც ტექნოლოგიურად დაუხვეწავი პროცესია და უზარმაზარი ტერიტორიების გადათხრას მოითხოვს, უმძიმეს ზიანს აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს. შესაბამისად, მოვუწოდებთ კომპანიას და სახელმწიფოს, ამ პუნქტებზე მუშაობისას, კომისიის საქმიანობაში ჩართოს ჭიათურის სოფლების მოსახლეობა, რომლებიც ამ პროცესით ყველაზე მეტად ზარალდება“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მომავალში კომისიის მუშაობის პროცესში საბაზისო უფლებრივი საკითხები არ გახდეს ვაჭრობის და მანიპულაციის საგანი კომპანიის მხრიდან და მაღაროელების სამართლიანი და კანონიერი მოთხოვნები სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, არსებითად შესრულდეს.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)