იმერეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა იმ ექვსი მოქალაქის ინტერესებს სასამართლოში, რომლებიც ნამახვან ჰესის კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ მშვიდობიან პროტესტში იღებდნენ მონაწილეობას.
„ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ თითოეული პირის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი, რადგან არ დადასტურდა მათი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. შედეგად ექვსივე პირის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მათ მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული სანქცია გაუქმდა“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)