en
ge

ბოშები აჭარიდან - ფოტოპროექტი

ბოშები აჭარიდან - ფოტოპროექტი

აჭარა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გიზიარებთ ფოტოპროექტს „ბოშები აჭარიდან“.

ბოშები დღეს კომპაქტურად სახლობენ ქობულეთში, ფოთში, ბათუმსა და ოზურგეთში.

ორგანიზაციის ცნობით, ბოშათა თემი ამ ქალაქებში არაერთი გამოწვევის წინაშე დგას.

მათ შორის:

  • მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში მათ დიდ ნაწილს მოუგვარდა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა კვლავ რჩებიან ადამიანები, ვისაც დაბადების მოწმობების აღებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ და ამის გამო განათლების მიღების უფლება ეზღუდებათ;
  • ბოშების დიდ ნაწილს არ გააჩნია საკუთრება და ქირით ცხოვრობს, რაც მათ ოჯახებს მძიმე სოციალურ ტვირთად აწვება. ადგილობრივი თემი სოციალური საცხოვრისის საჭიროებაზე საუბრობს;
  • ბოშების დიდი ნაწილი სრულ საშუალო განათლებას არ იღებს და მეტწილად პროფესიული განათლების მიღებით შემოიფარგლებიან, რის გამოც მათთვის სოციალური განვითარებისა და მობილობის შესაძლებლობები შეზღუდულია. მაგალითად, ქობულეთის ბოშა მამაკაცები ძირითადად დასუფთავების სამსახურში არიან დასაქმებულნი, სადაც მათ მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა, ქალები კი ძირითადად ვაჭრობაში არიან ჩართულები.
  • ადგილობრივი თემის ლიდერები საუბრობენ მათ თემის წევრების მიმართ გავრცელებულ სტერეოტიპებზე და დისკრიმინაციულ გამოცდილებაზე დასაქმების ადგილებში და სხვა სოციალურ ურთიერთობებში.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)