თბილისი. 2023 წლის 12 ივნისს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის“ (PHR) საზოგადოებას აცნობა, რომ სამართლებრივად იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოებს, რომლებიც გახდნენ სქესობრივი დანაშაულების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების და გავრცელების მსხვერპლები.
ორგანიზაციის ადვოკატების ჩართულობით, საქმეზე ამ წუთებშიც გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები - იკითხებიან მოწმეები, გროვდება მტკიცებულებები, რომლის შემდეგაც, PHR-ი მოითხოვს მსხვერპლი გოგოების დაზარალებულად ცნობას.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის პროგრესის შესახებ PHR პერიოდულად მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას მსხვერპლი გოგოების კონფიდენციალობის და ინტერესების დაცვით“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)