en
ge

ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილებების მუშაობის მონიტორინგი

ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილებების მუშაობის მონიტორინგი

კახეთი. ორგანიზაცია „კახეთმა“ პროექტის „ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილებების მუშაობის მონიტორინგი და მათი მუშაობის მნიშვნელობის ადვოკატირება კახეთის რეგიონში“ განხორციელება 2022 წლის ივლისიდან დაიწყო.

პროექტის მიზანია თელავის, ახმეტის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილებების მუშაობის მონიტორინგის საფუძველზე შუმუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირება, ბავშვის უფლებათა კოდექსის ეფექტურად აღსრულების მიზნით.

27 ივნისს ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მშობლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბავშვის უფლებათა კოდექსის მნიშვნელობას, ბავშვის უფლებების დაცვის განვითარების ეტაპებს და მუნიციპალიტეტში შესაბამისი განყოფილებების როლს. ასევე, გაიმართა პროექტის ფარგლებში შექმნილი ანიმაციის ჩვენება, რასაც მოჰყვა დისკუსია.

შეხვედრა გაიმართა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)