en
ge

განცხადება ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით

განცხადება ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, საჯაროდ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჯეროვანი ჩართულობის ფორმატი.

„ჩვენ გვჯერა, რომ ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი შექმნის უკეთეს სამოქმედო გეგმას, რომელიც სარგებელს მოუტანს თითოეულ ადამიანს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების ზოგიერთი განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფი, მათ შორის ლგბტქი ადამიანები, და მათი საჭიროებები საერთოდ არ არის სტრატეგიაში ნახსენები.

ამასთან, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისრის 2023 წლის 22 ივნისის ზეპირ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და განახორციელოს რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევაა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 31 ივლისს გამოვაქვეყნებთ მოსაზრებებს, რომელთა გათვალისწინებაც ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

წყარო: gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)