en
ge

გურია პოლიეთილენის გარეშე

გურია. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის 33 მიზნობრივი სკოლის სამოქალაქო კლუბებისა და საინიციატივო ჯგუფების ძალისხმევით გურიის რეგიონში მოაწეყო ფართომასშტაბიანი კამპანია „გურია პოიეთილენის გარეშე". აქციაში ჩაერთო 1000-მდე მოსწავლე და მასწავლებელი. აქცია 2 კომპონენტისაგან შედგებოდა: ერთი, საზოგადოების ქცევის შეცვლისაკენ მიმართული ცნობიერების ამაღლების კამპანია - მოსწავლეებმა მუნიციპალურ ცენტრებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ბაზრებსა და სავაჭრო ცენტრებში გაავრცელეს საინფორმაციო ფურცლები, პოლიეთილენის პარკების ჩანაცვლების მიზნით დაარიგეს ნაჭრის ჩანთები. მეორე კომპონენტი იყო აქციის ფარგლებში პოლიეთილენის პარკებისა და ბოთლებისაგან სოფლის თემებისა და მუნიციპაიტეტეტების გარკვეული ტერიტორიების დასუფთავება. დასუფთავების აქციები სამოქალაქო კლუბებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებმა ჩაატარეს ჯერ თავიანთ თემში, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიები, სკვერები, მდინარის ხეობები თუ გზის რამდენიმეკილომეტრიანი ზოლი. ახალგაზრდები შეურთდნენ თავიანთ მუნიციპალურ ცენტრებში (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) მიმდინარე აქციებს. ქალაქ ოზურგეთში დასუფთავდა ავტოსადგური, ასევე რეგიონის 30-მდე სოფლის ცენტრალური ტერიტორია. აქციაში ჩაერთო ოზურგეთისა და ლანჩხუთის დასუფთავების სამსახურები. სპეციალურმა ბრიგადამ შეგროვებული ნაგავი დასუფთავების მანქანით გადაიტანა ნაგავსაყრელზე. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ხორციელდება PH-International-ის მიერ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)