თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე „როგორ ვიკვლიოთ კორუფცია?“
შეხვედრა ჩაატარა ორგანიზაციის მთავარმა იურისტმა გიგი ჩიხლაძემ. ტრენინგს ესწრებოდნენ ჟურნალისტები, მკვლევარები და სამოქალაქო აქტივისტები.
მონაწილეებმა იმსჯელეს პოლიტიკური კორუფციის ცნებაზე და მის სახეებზე, ღია მონაცემებზე და იმ ინსტრუმენტებზე, რომელებიც ხელს უწყობს კორუფციის გამოვლენას.
ტრენინგი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდო სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)