en
ge

13 წლის შშმ ბავშვი, რომელზეც მძღოლმა ფიზიკურად იძალადა პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო

13 წლის შშმ ბავშვი, რომელზეც მძღოლმა ფიზიკურად იძალადა პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო

თბილისი. 13 წლის გიორგის (სახელი შეცვლილია) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, მას ინფორმაციის ვერბალურად გადმოცემა უჭირს.

საქმე ეხება 2023 წლის აპრილში მომხდარ ფაქტს, როდესაც ტრანსპორტის მძღოლმა ბავშვზე ფიზიკურად იძალადა.

„სკოლიდან დაბრუნებულმა ბავშვმა დედას მაშინვე მიანიშნა ჯერ ფეხზე, შემდეგ კი მკერდზე. დედამ ბავშვის სხეული დაათვალიერა და აღმოაჩინა, რომ გიორგის მარცხენა ბარძაყზე, მკერდის მარჯვენა და მარცხენა მხარეს დაზიანებები ემჩნეოდა და აშკარად ეტყობოდა თითების კვალი. აღსანიშნავია, რომ ბავშვი სახლში მხოლოდ მძღოლმა მოიყვანა, ტრანსპორტირების ასისტენტი მასთან ერთად არ ყოფილა“.

მძღოლმა ბავშვის დედას უთხრა, რომ ბავშვს მხოლოდ ეხუმრა.

გიორგის დედამ საგამოძიებო უწყებას მიმართა, გამოძიება დაიწყო, გიორგის სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) 2023 წლის აპრილში, ფაქტიდან რამდენიმე დღეში საქმეში ჩაერთო. ბავშვის ადვოკატმა ანა თავხელიძემ განცხადებით მიმართა პროკურორს და გიორგის დაზარალებულად ცნობა მოითხოვა.

პროკურორმა ბავშვი მსხვერპლად არ აღიარა, რადგან ის ამ დრომდე გამოკითხული არ არის, მისი ფიზიკური საჭიროებებიდან გამომდინარე (პროკურორის არგუმენტი).

2023 წლის 30 ივნისს ბავშვის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა პროკურატურის უარის გაუქმებისა და გიორგის დაზარალებულად აღიარების მოთხოვნით.

სრულად...

წყარო: phr.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)