თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმიანება 2023 წლის 1 ივლისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ სიუჟეტს, რომელშიც აღწერილია ქ. რუსთავში მდებარე მარტოხელა მოხუცთა პანსიონატში მომხდარი შესაძლო ძალადობისა და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები.
„მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, მყისიერი რეაგირება მოახდინონ სიუჟეტში გასულ ფაქტებთან დაკავშირებით, მანდატის ფარგლებში ადგილზე გაეცნონ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას და დროული, ეფექტიანი რეაგირებით დაიცვან დაწესებულების ბენეფიციარები შესაძლო ძალადობისგან“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)