სამეგრელო. ქრაუდფანდინგის კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდულ კლუბ „ჭყიტას“ წევრების ჩართულობით დამზადებული ქრაუდფანდინიგის კამპანიის თემატური პოსტერები თემის ცენტრალურ ადგილებში (ლესიჭინეს ცენტრი, მარკეტები, გაჩერება) გამოიკრა.
საინფორმაციო პოსტერების მეშვეობით მიიღებთ ინფორმაციას ქრაუდფანდინგის კამპანიის მიზნის შესახებ.
ქრაუდფანდინგის კამპანია ხორციელდება პროექტის „შემოიჭყიტე ჩვენთან“ ფარგლებში, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)