თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ 2022 და 2023 წლებში შევსებულ დეკლარაციებში არ მიუთითა თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი, უძრავი ქონება და ინფორმაცია მისი მეუღლის, ოთარ ლორთქიფანიძის, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.
„კუკულაძესა და მის მეუღლეს ეკუთვნით 5 ერთეული დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება.
დეკლარაციებში არ არის მითითებული ინფორმაცია მეუღლის, ოთარ ლორთქიფანიძის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.
კუკულაძემ დამალა ხელფასი, რომელსაც ის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობიდან იღებს. ინფორმაციისთვის, მარეგულირებელი კომისიის წევრების ანაზღაურება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ქვეყანაში. 2020 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, კომისიის წევრის საშუალო თვიური ანაზღაურება 15 ათას ლარს აღემატება“, ნათქვამია ორგანიზაციის ბლოგპოსტში.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)