სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) წარმომადგენლებმა, USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, დაიწყეს სამუშაო შეხვედრები ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. 12 ივლისს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით.
შეხვედრის მიზანი იყო მოქალაქეთა მონაწილეობის კუთხით არსებული გამოწვევების ანალიზი და მომავალში მონაწილეობის გაუმჯობესებისთვის, სხვადასხვა მექანიზმის დანერგვის შესაძლებლობის განხილვა. ამ დროისთვის დმანისის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მონაწილეობის რამდენიმე მექანიზმის გამოყენების პრაქტიკა არსებობს – პეტიცია, რომელიც საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა წარადგინეს და მუნიციპალიტეტში არსებული საკონსულტაციო საბჭოები.
სამუშაო შეხვედრისას ისაუბრეს ახალ მექანიზმებზეც, რომლის გამოყენებაც, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაიგეგმოს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა მონაწილეობითი ბიუჯეტის და დასახლებების საერთო კრებების მექანიზმებზე.
შეხვედრა გაიმართა „ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) ახორციელებს. პროექტი USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ნაწილია და მისი ფინანსური მხარდამჭერია აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)