სამეგრელო. 17 და 18 ივლისს სოციალური სამართლიანობის ცენტრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განმუხური და რუხი, მცხოვრები მოსახლეობისთვის სამართლებრივი დახმარების შეხვედრას გამართავს.
ორგანიზაციის იურისტები ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობენ უფასო სამართლებრივ კონსულტაციას მათთვის პრობლემატურ სამართლებრივ საკითხებზე. მათ შორის, დევნილის სტატუსის, სოციალური შემწეობების, ეთნიკური, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, მოქალაქეობის, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის, ოჯახში ძალადობისა და იძულებით ქორწინების საკითხებზე.
შეხვედრა ტარდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) და კვინა ტილ კვინას მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „კონფლიქტების ტრანსფორმაციის წახალისება კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიის კრიტიკული გადააზრების და ქალთა პერსპექტივების გაძლიერებით“, ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)