თბილისი. რონდელის ფონდი განაგრძობს შეხვედრებს რეგიონებში თემაზე: „საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მოლოდინში: შესაძლებლობები და გამოწვევები“.
„ფონდის მკვლევრები კახა გოგოლაშვილი და ალექსი პეტრიაშვილი ქუთაისსა და თელავში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და მნიშვნელობას, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს საშინაო და საგარეო გამოწვევებს, რა გაკეთდა და რა დარჩა გასაკეთებელი ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, რა მოლოდინები არსებობს ამ ეტაპზე და როგორია კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა“.
წყარო: gfsis.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)