14 ივლისს, USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) წარმომადგენლებმა, სამუშაო შეხვედრები გამართეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანი იყო თვითმმართველობის საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის საკითხები. მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მონაწილეობის რამდენიმე მექანიზმის გამოყენების პრაქტიკა არსებობს – პეტიცია, რომელიც საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა წარადგინეს, ასევე არსებობს – საკონსულტაციო საბჭოები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მოქალაქეთა მონაწილოების ახალი მექანიზმების შესაძლო გამოყენების საკითხსაც, კერძოდ, საუბარი შეეხო საერთო კრების მექანიზმს. მუნიციპალიტეტეტი, ასევე გეგმავს აღადგინოს სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მარნეულის მუნიციპალიტეტი პირველი იყო, სადაც რამდენიმე წლის წინათ, მონაწილეობითი ბიუჯეტირება დაინერგ
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მუნიციპალიტეტში აუცილებელია დიალოგის სივრცე, რაც საკითხების ჩართულობით მოგვარების ერთ–ერთი პრაქტიკული საშუალება იქნებ
შეხვედრა გაიმართა „ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) ახორციელებს. პროექტი USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ნაწილია და მისი ფინანსური მხარდამჭერია აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)