სამცხე-ჯავახეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გიზიარებთ ტიგრან თარზიანის ბლოგპოსტს: „საარსებო შემწეობის სისტემის მიღმა: ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი თემის გამოწვევები“.
„სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მცხოვრები, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა მცირეა, რის გამომწვევ მიზეზებზეც წარმოდგენილ დოკუმენტში იქნება საუბარი.
სამწუხაროდ, ამ დრომდე, სახელმწიფო არ ცვლის საკუთარ სოციალურ პოლიტიკას, რაც სხვადასხვა ჯგუფების კეთილდღეობაზე მძიმედ აისახება. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების წინაშე არსებული დამატებითი გამოწვევები კი საარსებო შემწეობის მიღებას კიდევ უფრო ართულებს. შედეგად, ჯავახეთში მცხოვრები ოჯახების მდგომარეობა ფაქტობრივად არ უმჯობესდება - არსებული პრობლემები კვლავ დღის წესრიგშია და, ამავდროულად, ახალ სირთულეებსაც იწვევს“.
ბლოგპოსტი იხ. ბმულზე...
პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)