თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გოგა რაზმაძე მის მიმართ დისკრიმინაციული და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს.
„გოგა რაზმაძის მიერ განცხადებაში მოყვანილი გარემოებები არის საკმარისად კონკრეტული და მოითხოვს ეფექტურ რეაგირებას. ზოგიერთი ფაქტი კი დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.
IDFI მხარდაჭერას უცხადებს გოგა რაზმაძეს და მოუწოდებს სამინისტროს, შეაჩეროს ნებისმიერი პროცესი, რომელიც შეიძლება მიზნად ისახავდეს თანამშრომლების შევიწროებას გამოთქმული აზრისთვის“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)