თბილისი. USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ დაიწყო ახალი პროექტი - „საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება“, რომლის კომპონენტს დასავლეთ საქართველოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) განახორციელებს.
პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტების საკრებულოების საზედამხედველო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის, ახალი საზედამხედველო მექანიზმების დანერგვის გზით.
ღონისძიების ფარგლებში, საია-მ წარმოადგინა საქართველოს 9 საკრებულოში (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, გორი, დუშეთი, რუსთავი, თელავი) ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიზანიც საზედამხედველო ფუნქციების და მოქალაქეთა ჩართულობის არსებული ინსტრუმენტების გამოყენების ანალიზი იყო.
იხ. კვლევა...
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)