თბილისი. 17 ივლისს, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ადვოკატები და ახალგაზრდა ქალი ფეხბურთელები ქუთაისიდან, აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შეხვდნენ.
„შეხვედრაზე ისაუბრეს ქალი ადვოკატებისა და უფლებადამცველების მიერ გაწეულ შრომაზე ქალთა უფლებების მიმართულებით. ასევე, ხაზი გაესვა ქალი ფეხბურთელების გამბედაობას და სწრაფვას სამართლიანობისკენ.
აშშ-ს მთავრობა, USAID-ის ჩათვლით, მზად არის მუდმივად შეუწყოს ხელი ქართველი ხალხის საყოველთაო უფლებების დაცვას“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)