თბილისი. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტსა და ტელეკომპანია „ფორმულას” გადაცემა „კონტექსტის” წამყვანს ირაკლი ტაბლიაშვილს რამდენიმე დღეა უცნობი რუსულენოვანი პირები სხვადასხვა ნომრიდან უკავშირდებიან და ემუქრებიან.
„ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა. Ბოლო წლებში Საქართველოში საგანგაშო ტენდენციად იქცა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დაშინება, დისკრედიტაცია და მათზე ძალადობა, პოლიტიკური ზეწოლა თუ სამართლებრივი შევიწროება. ირაკლი ტაბლიაშვილის წინააღმდეგ მუქარა არის კრიტიკული ხმის გაჩუმებისა და ჟურნალისტის დაშინების კიდევ ერთი აშკარა მცდელობა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ირაკლი ტაბლიაშვილის წინააღმდეგ მუქარის შემთხვევები სასწრაფოდ გამოიძიოს და პასუხისმგებელი პირები კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს“.
წყარო: mediacoalition.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)