თბილისი. 28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა (WHD). ამ თარიღის მიზანია ამაღლდეს მოსახლეობის ცნობიერება და შემცირდეს ვირუსული ჰეპატიტების გლობალური ტვირთი.
ასოციაცია „ქსენონი“ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ საინფორმაციო პოსტს აქვეყნებს. ელიმინაციის პროგრამა ითვალისწინებს: დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პრევენციას.
„პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები 100%-ით ფინანსდება.
C ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად, მიიღოს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ.
ვირუსული ჰეპატიტები არის პრევენცირებადი, მკურნალობას დაქვემდებარებული და C ჰეპატიტის შემთხვევაში, აბსოლუტურად განკურნებადი დაავადება“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)