en
ge

მშობლების გზამკვლევი ძალიან ცხელი ზაფხულისთვის

მშობლების გზამკვლევი ძალიან ცხელი ზაფხულისთვის

თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდი მსობლებს და აღმზრდელებს გიზიარებთ გზამკვლევს ძალიან ცხელი ზაფხულისთვის.

„ზაფხულის დადგომასთან ერთად სითბური დარტყმის საფრთხე მნიშვნელოვნად მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ მშობელმა შეიძლება თავი ნორმალურად იგრძნოს გარკვეულ ტემპერატურაზე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშვიც იმავეს გრძნობს. პატარა ასაკში ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს სრულად ჩამოყალიბებული თერმორეგულაცია.

გაეცანით რჩევებს, თუ როგორ დავიცვათ ბავშვები სითბური დარტყმისგან:

  • ზაფხულში ახალშობილები, ჩვილები და 3 წლამდე ბავშვები  გარეთ გავიყვანოთ მხოლოდ ადრე დილით და ნაშუადღევს. არ არის მიზანშეწონილი მცირეწლოვანი ბავშვების გარეთ გაყვანა დღის ყველაზე ცხელ პერიოდში, დილის 11-დან საღამოს 5 საათამდე.
  • ბავშვს ჩავაცვათ ნატურალური მასალისგან (ბამბა, ტილო) დამზადებული, თავისუფალი სტილის ტანსაცმელი. თავზე კი კეპი ან ქუდი დავახუროთ.
  • ყოველთვის თან იქონიეთ ბოთლით წყალი, რომელიც ხშირად შესთავაზებთ ბავშვს, სულ მცირე, ერთი-ორი ყლუპი მაინც რომ დალიოს.
  • არასოდეს დატოვოთ ბავშვები მანქანაში ან სხვა ტიპის ტრანსპორტში სიცხეში - თუნდაც რამდენიმე წუთით!“

სრულად... https://uni.cf/475v1JK 

წყარო: www.unicef.org 


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)