თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გიზიარებთ ინტერვიუს ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორთან და ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის მკვლევართან, ჰეიკი ჰიილამოსთან.
„სოციალური დაცვის სისტემის მისამართით უნდა დავსვათ შემდეგი კითხვები: ვიცხოვრებთ კი ამ შემწეობით? გვყოფნის ეს მხარდაჭერა? ადამიანის უფლება ნამდვილად არის, რომ შემწეობა და სოციალური დაცვა მიიღოს, მაგრამ უფლების ნაწილია ისიც, რომ ამ შემწეობით და დახმარებით ადამიანმა ღირსეული ცხოვრება შეძლოს.
ყველა სოციალური რისკის საპასუხოდ უნდა არსებობდეს შესაბამისი სერვისი. როცა უმუშევარი ხდები, ამ დროს უნდა გააქტიურდეს პროგრამები, რომლებიც ადამიანებს გადაამზადებს, ან სამსახურის მოძიებაში დაეხმარება. როცა ავად ხდები, ჯანდაცვის პროგრამა და რეაბილიტაციის პროგრამა უნდა ამუშავდეს.
შვილის გაჩენის შემთხვევაში, მშობლების მხარდაჭერის, პრენატალური ზრუნვის პროგრამები უნდა გააქტიურდეს; დღის ცენტრები კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედებისთვის, რომ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ; ხანდაზმულობის ეტაპზე უნდა ამუშავდეს როგორც ჯანდაცვის, ასევე ზრუნვის სხვა სერვისები. ასე რომ, ეს არის სხვადასხვა მომსახურების მთელი სისტემა და მათზე წვდომა ადამიანს უნდა ჰქონდეს მყისიერად, როგორც კი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება“.
პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)