დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის 4 და 7 აგვისტოს გაიმართა ტრენინგები. ამით დასრულდა ტრენინგების პირველი ციკლი, რომლის მიზანიც მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებაა. შეგახსენებთ ტრენინგები, ასევე გაიმართა ბათუმსა და ჩოხატაურში (1, 2 აგვისტო).
მუნიციპალიტეტებისთვის გამართულ ტრენინგებში მონაწილეობდა 86 წარმომადგენელი.
ტრენინგ–მოდული, მუნიციპალიტეტების საჭიროებების შეფასების საფუძველზე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, შექმნა. ტრენინგებს უძღვებოდნენ ლევან ფანიაშვილი და ნათია აფხაზავა. მეორე ციკლი გაიმართება შემოდგომაზე და კოკა კიღურაძე წარუძღვება.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროგრამა მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით და დახმარებას უწევს, ცენტრალურ ინსტიტუტებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში.
პროგრამის გვერდი სოციალურ მედიაში: ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)