ორბელიანი საქართველომ შოვის სტიქიით დაზარალებული პირებისთვის საქველმოქმედო ანგარიში შექმნა. დონაციის განხორციელება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. თანხა გროვდება მათთვისაც, რომლებიც ამ წუთებშიც კი, სამძებრო სამუშაოებში არიან ჩართულები და თავდაუზოგავად იბრძვიან, გადაარჩინონ სტიქიის შედეგად დაკარგული ადამიანების სიცოცხლე.
„თანხა გადანაწილდება და მოხმარდება საკვებს, პირველადი დახმარების ნივთებს, მედიკამენტებს, აღჭურვილობას, დაზარალებულ ოჯახებს და ყველა იმ საჭიროებას, რაც ეტაპობრივად გამოიკვეთება ამ პერიოდში“.
წყარო: orbelianimeti.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)