თბილისი. 13 ივლისს, საქართველოს პარლამენტის
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამაირთა საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული
კვლევის – „თაობები და ღირებულებების" – პრეზენტაცია.
კვლევა, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა,
ეხება ღირებულებებთან მიმართებაში თაობებს შორის განსხვავებების დადგენას და ქვეყნის
დემოკრატიული განვითარების გამოწვევების იდენტიფიკაციას. კვლევის ინსტრუმენტებად შერჩეულ
იქნა ორი ღირებულებითი ორიენტაცია – ინდივიდუალიზმი, კოლექტივიზმი და მატერიალისტური,
პოსტმატერიალისტური და მათთან დაკავშირებული ღირებულებლები. ასევე შესწავლილ იქნა მათთან
დაკავშირებული ისეთი ფაქტორები, როგორიცა ნდობა, ოპტიმიზმი, თვითშეფასება და სხვა.
კვლევა ჩატარდა 2011 21 ნომრიდან 19 დეკემბრამდე თბილისში და საქართველოს ყველა რეგიონში.
მასში მონაწილეობდა სამი თაობის 1058 ინდივიდი.